კალათბურთელმა უკვე შეიტანა ყველა საჭირო დოკუმენტი ლოს ანჯელესის სასამართლოში. "ლეიკერსის" წევრმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზით მიიღო.
არტესტის განცხადებას 26 აგვისტოს განიხილავენ.
* * *
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ქალაქის მთავრობისგან NBA-ის ჩემპიონობის აღსანიშნავი აღლუმის ანგარიში მიიღო. დანახარჯის ანაზღაურებას ქიუბანი საკუთარი ჯიბიდან აპირებს.
აღლუმის საერთო ღირებულებამ 341 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე ძვირი (270 ათასი) დაჯდა 540
საჩემპიონო აღლუმს 250 ათასი დალასელი დაესწრო.
* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი სასწრაფოდ ითხოვს თავისი გუნდის რიგების ანდერსონ ვარეჟაოთი შევსებას. ეს ბრაზილიელი "კლივლენდში" ბრაუნის შეგირდი იყო. კალიფორნიელთა დამრიგებლის აზრით, სწორედ ასეთი ხისტი მოთამაშე არ ჰყოფნის "ლეიკერსს" შემადგენლობაში.
* * *
გუშინ ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" ორ კარგ კალათბურთელს გამოეთხოვა - კლუბი დატოვეს ამერიკელებმა ალან ანდესონმა და ტერენს მორისმა. სამაგიეროდ, კატალონურმა გრანდმა კონტრაქტი გააფორმა უნივერსალ ჩაკ ეიდსონთან, რომელიც ევროლიგის ჩემპიონ თელ-ავივის "მაკაბიდან" გადაიბირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"