სეზონი ჩაშლილია?

AutoSharing Option
რამდენიმე წყარო გვატყობინებს, რომ გაიმართა NBA-ის კლუბების მფლობელებისა და მოთამაშეების მორიგი შეხვედრა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ძალიან წარუმატებელი იყო.

მოთამაშეთა პროფკავშირის ხელმძღვანელის ბილი ჰანტერის მხრიდან ისმოდა ფრაზები, რომელიც ნამდვილად ვერ დააიმედებდა კალათბურთის მოყვარულებს. ბოსების მოთხოვნებს მან "გიგანტური", "მიუღებელი" და "აბსურდული" უწოდა.

ლიგის კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა ასევე განაცხადა - მე და ჩემი კოლეგები ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ მფლობელების წინაშე დათმობებზე წავიდეთო. "მათ სურთ ის ფულიც წაგვართვან, რომელიც გასულ სეზონში გამოვიმუშვეთ", - ამბობს "ლეიკერსის" მცველი.

როგორც ჩანს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში
მართლაც ვერ აიცილებენ თავიდან ლოკაუტს. თუმცა ეს ისედაც ცხადი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული