* * *
"საკრამენტო კინგზი" დაინტერესებულია "ფინიქსის" მცველ აარონ ბრუქსით", - წერს "ნიუ იორკ დეილი ნიუსი". ექსპერტებს უკვირთ "მეფეების" ეს ინტერესი, რადგან "კინგზში" უკანა ხაზი ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული - ოთხი კალათბურთელი ჰყავთ,
* * *
როგორც უკვე ვწერდით, "ჰიუსტონს" სურს, "გოლდენ სტეიტიდან" გადაიბიროს ლატვიელი ცენტრი ანდრის ბიედრინში. ცნობილი გახდა იმ ორი მოთამაშის ვინაობა, რომლებსაც "რაკეტები" ბიედრინშის სანაცვლოდ დათმობენ - ჰაშიმ ტაბიტი და ჯორდან ჰილი. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "გოლდენ სტეიტი" ასეთ გარიგებაზე არ წავა, რადგან ეს არასრულფასოვანი ტრეიდი იქნება.
* * *
ამასობაში, "მაიამი ჰიტი" საწვრთნელ შეკრებაზე ედი კარის აკვირდება. მასთან ერთად ფლორიდულ კლუბში შეკრებას გადიან გრეგ სმიტი, კარლტონ სკოტი, ჯულიან სტოუნი, ჯამინ პიტერსონი, მეტ ჰოვარდი და პაპა დია. თუმცა კარისგან განსხვავებით, ამ კალათბურთელების გვარები ბევრს არაფერი გვეუბნება.
* * *
გამოცემა "ბოსტონი გლოუბი" კი იტყობინება, რომ "ბოსტონ სელტიქსის" მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის ვაჟი საუნივერსიტეტო კარიერას იწყებს. თანაც სტარტი მეტად დამაიმედებელია მცველისთვის - ის სახელოვან დიუკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
სავარაუდოდ, ამ ბიჭზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს სულაც არ ანაღვლებს. "ოსტინს სულაც არ აქვს 16-17 წლის ბიჭის მენტალიტეტი. დარწმუნებული ვარ, ის პირველი მოვა სავარჯიშო დარბაზში, სხვებზე მეტს იმუშავებს და ყველაზე გვიან დატოვებს ვარჯიშს", - ამბობს ოსტინ რივერსის შესახებ დიუკის ყოფილი ვარსკვლავი ჯეი უილიამსი, რომელიც ამჟამად ESPN-ზე ანალიტიკოსად მუშაობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"