გადამწყვეტი დღე

AutoSharing Option
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გამართეს NBA-ის კალათბურთელებმა და კლუბების მფლობელებმა. მხარეები ცდილობენ დროულად მოაწერონ ხელი ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას და თავიდან აიცილონ ახალ სეზონში ლოკაუტი.

ახალი შეხვედრა გუშინ, გვიან ღამით უნდა გამართულიყო. სწორედ ეს გახლდათ კონსენსუსის მიღწევის ბოლო შესაძლებლობა, რადგან წინა კოლექტიურ ხელშეკრულებას ვადა სწორედ 30 ივლისს გასდის.

თუმცა ESPN-ის ცნობით მხარეები ჯერ ძალიან შორს არიან კომპრომისამდე. აღსანიშნავია, რომ აგერ უკვე ერთი თვეა, კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი კვირაში ორ შეხვედრას მართავენ. შესაძლებელია მოლაპარაკებების გაგრძელება წინა კოლექტიური ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, მაგრამ
მაშინ ერთ-ერთ მხარეს, სავარაუდოდ კლუბების მფლობელებს, სერიოზულ დათმომობებზე მოუწევთ წასვლა. თუ არა, ისინი გამოაცხადებენ ლოკაუტს - პირველად 1998-99 წლების სეზონის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული