მარიხუანა პოპულარულია

AutoSharing Option
კალათბურთელების მარიხუანით გართობა ახალი ამბავი არ არის და გასულ უქმეებზე ამ თემასთან დაკავშირებით ორი სიახლე გავრცელდა.

პირველი შეეხება ამერიკელ ფორვარდს, ჯეიმს გისტს, რომელმაც შარშანდელი სეზონი ბელგრადის "პარტიზანში" ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი თურქეთის ჩემპიონ "ფენერბაჰჩესთან" გააფორმა კონტრაქტი. კალათბურთელი მარიხუანას მიღებაში გამოიჭირეს და ახლა მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

24 წლის გისტს ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც კალათბურთელად მიჩნევენ. თავის დროზე საჩემპიონო "სან ანტონიოში" აქვს ნათამაშები. შეუძლია ნახტომის შესრულებისას ფარს უკბინოს (!), მაგრამ არამდგრადი ხასიათის გამო ხშირად იცვლის კლუბებს, რასაც მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნება:
ვერ ამარცხებს სიზარმაცესა და მავნე ჩვევებს.


* * *
დიად ხოსე ორტისს კი უფრო სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც ირკვევა, პუერტო რიკოსა და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდას პოლიციამ მარიხუანას 218 (!) ბუჩქი აღმოუჩინა. გარდა ამისა, ვეტერანის სახლის ჩხრეკისას ორი შაშხანაც იქნა ამოღებული.

სასამართლოზე ორტისმა საზოგადოებრივი დამცველი მოითხოვა, რადგან კერძო ადვოკატის დასაქირავებული ფული არ აღმოაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული