"ოკლაჰომას" ვარსკვლავის შემართება გასაკვირი სულაც არ არის - ის 22 წლისაა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გარანტირებული 82 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. საინტერესოა, რამდენად შემართულნი არიან საბრძოლველად მისი "ღარიბი" კოლეგები, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ გააცნობიერებენ - საბანკო ანგარიში იკლებს, შემოსავლის პერსპექტივა კი არ ჩანს...
* * *
ოკეანის გაღმიდან ერთი სატრანსფერო ამბავიც გავრცელდა -
* * *
სანამ ლოკაუტი მიმდინარეობს, კალათბურთელები ათასგვარი გასართობით ცდილობენ დროის მოკვლას. "ლეიკერსის" ძირითად ცენტრს, ენდრიუ ბინუმს სერიოზული გატაცება აქვს - "ორლანდოს" რამდენიმე კალათბურთელის მიბაძვით მან კრივში ვარჯიში დაიწყო. თანაც ძალიან სერიოზულად მიუგდა ამ საქმეს - ენდრიუ თვით ფრედი როუჩისგან იღებს გაკვეთილებს. შესაბამისი ფოტო მან "ტვიტერზე" განათავსა და ასეთი ფრაზა მიაწერა: "ვემზადები ახალი კარიერის დასაწყებად".
რთული სათქმელია, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, იმას კი შეგახსენებთ, რომ როუჩი ისეთი მოკრივეების მწვრთნელი იყო, როგორებიც არიან: ბერნარდ ჰოპკინსი, ჯეიმს ტუნი, ოსკარ დე ლა ჰოია, მაიკ ტაისონი, ამჟამად კი ის მსოფლიოში საუკეთესო მოკრივეს, მენი პაკიაოს ავარჯიშებს.
* * *
ცენტრმა ბრედ მილერმა კი, რომელიც ცოტა ხნის წინ "ჰიუსტონიდან" "მინესოტაში" გადავიდა, საკუთარი სარბოლო გუნდი შექმნა - BMiller Racing. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გუნდში არა ნამდვილი ავტომობილები, არამედ რადიოთი მართვადი მოდელები ირბოლებენ. მოკლედ, მილერმა ბავშვობა გაიხსენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"