ლოკაუტმა მარიხუანა იცის

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ლოკაუტის დაწყების შემდეგ NBA-ის მოთამაშეები უსაქმურობისგან ათასგვარ გასართობს იგონებენ. გუშინ ვწერდით იმის შესახებ, რომ ენდრიუ ბინუმმა კრივში დაიწყო ვარჯიში, ბრედ მილერმა საკუთარი სარბოლო გუნდი შექმნა...

სხვა სახის გასართობი მონახა მაიკლ ბიზლიმ და სერიოზულ შარშიც გაეხვა. "მინესოტას" კალათბურთელი მანქანის სწრაფად მართვისა და მარიხუანას შენახვისთვის დააპატიმრეს. როცა პოლიციელმა კალათბურთელი გააჩერა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დასაჯარიმებლად მიუახლოვდა, ცხვირში მარიხუანას კვამლის სურნელი მოხვდა. მცირეხნიანი ჩხრეკის შემდეგ წინა სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს 16 გრამი "მერი ჯეინი".

რა თქმა უნდა, ბიზლიმ მაშინვე განაცხადა, რომ ნარკოტიკი
არა მას, არამედ მის მეგობარს ეკუთვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოსვა მანქანიდან. როგორც ჩანს, დაბნეულ მეგობარს მანქანაში დარჩა თავისი საქონელი. თავის მხრივ, ბიზლიც დაბნეული აღმოჩნდა, რადგან თანამგზავრის სახელი ვერ გაიხსენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული