როსის თქმით, ო'ნილი პირადად გასცემდა მისთვის არასასურველი ადამიანების "მოშორების" ბრძანებებს - წერს Sporting News. უნდა აღინიშნოს, რომ თავად როსი ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი გახლავთ.
ერთ დროს შაკის საუკეთესო მეგობარი აცხადებს, რომ კალათბურთელი სხვადასხვა დროს მოითხოვდა მუსიკალური პროდიუსერის, კრიმინალური ავტორიტეტისა და უცნობი ქალის მოკვლას, რომელიც მისგან დაფეხმძიმდა.
ლოს ანჯელესის სასამართლოში შეტანილ განცხადებაში როსმა ისიც აღნიშნა, რომ შაკმა რამდენიმე მკვლელობა და აგრეთვე შეიარაღებული თავდამსხმა
და ეს არ არის ყველაფერი. როსის მტკიცებით, ო'ნილმა ერთხელ NBA-ის ერთ-ერთი მოთამაშისთვის "სამუშაო" ხელის მოტეხვა მოითხოვა (კობი ბრაიანტის ხომ არა?).
შეგახსენებთ, რომ ადრე მუსიკალური პროდიუსერი როსი ჩიოდა იმის გამო, რომ მისი სახლიდან გაქრა ფირი, რომელზეც შაკილის სექსუალური თავგადასავლები იყო აღბეჭდილი. მაშინ როსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის სახლში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო მომენტი, როცა შაკი უცნობ ქალთან სექსით იყო დაკავებული.
ბუნებრივია, შაკილის ადვოკატმა ყველაფერი უარყო. მისი თქმით, ო'ნილი როსს მხოლოდ იმის გამო დაუმეგობრდა, რომ ის სწორ გზაზე დაეყენებინა. როგორც ჩანს, "დიზელს" ეს არ გამოუვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"