მხარეები აგვისტომდე არ შეხვდებიან

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაპირისპირებული მხარეები ჯერ არ ჩქარობენ პრობლემების მოგვარებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლოკაუტის გამოცხადების დღიდან უკვე კარგა ხანი გავიდა, მაგრამ ჯერ ლიგა და პროფკავშირი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დამსხდარან.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, უახლოესი შეხვედრა აგვისტოზე ადრე არ შედგება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ლოკალურ შეხვედრებს გააგრძელებს, ოღონდ ლიგის კომისარ დევიდ სტერნისა და პროფკავშირის შეფ ბილი ჰანტერის გარეშე.

სხვათა შორის, 1998 წელს პაუზა ლოკაუტის გამოცხადებასა და პირველ ოფიციალურ შეხვედრას შორის 37 დღე გაგრძელდა.

* * *
ამასობაში, ლოკაუტის
მორიგი მსხვერპლი გახდა "მინესოტა ტიმბერვულვზი", უფრო სწორედ, ამ კლუბის 11 თანამშრომელი. "მგლების ხელმძღვანელობამ ეკონომიის მიზნით ამ 11 ადამიანს კარისკენ მიუთითა.

განთავისუფლებულთა უმეტესი ნაწილი - გაყიდვების განყოფილებიდანაა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე "მინესოტამ" გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელი კურტ რემბისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული