უერტასმა და "ბარსელონამ" უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის პირობები, მაგრამ ბრაზილიელი კალათბურთელი ჯერაც "კახა ლაბორალს" ეკუთვნის და უცნობია, კომპენსაციის სახით რა თანხას მოითხოვს ბასკური კლუბი.
ამასობაში, რუბიო მზად არის "ბარსელონასთან" ხანმოკლე კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომელიც ლოკაუტის ბოლომდე იქნება ძალაში.
* * *
გამოირიცხა კობი ბრაიანტის გადასვლა თურქულ კლუბ
"ბეშიქთაშთან" კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ამავდროულად მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის და სატელეფონო ზარს ველოდები. ნებისმიერ ქვეყანაში წავალ სათამაშოდ", - ამბობს EშPN-თან კომენტარში ბრაიანტი.
* * *
კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა უცხოეთში თამაშის სურვილი. კერძოდ, "მაიამის" ტრიოს ერთ-ერთი წევრი კრის ბოში არ აპირებს ლოკაუტის დროს დასვენებას და რომელიმე უცხოურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ამბობს კალათბურთელის აგენტი ჰენრი ტომასი.
"ჰიტის" მეორე ვარსკვლავი დუეინ უეიდიც დაინტერესებულია კლუბის დროებით შეცვლის პერსპექტივით, რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მისი გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი.
* * *
"სან ანტონიო სპურსის" ყოფილმა მცველმა ბრიუს ბოუენი ჟურნალისტებს მოუყვა იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებისას წარმოიშვება.
ბოუენის თქმით, მოთამაშეები, აგენტები, ლიგის ხელმძღვანელები და კლუბების მფლობელები არც კი იმედოვნებენ ლოკაუტის 2011 წელს დასრულებას.
"ძალიან არასახარბიელო ინფორმაციას ვფლობ. მხოლოდ ერთი სიტყვა მესმის: "იანვარი! იანვარი!" ასეთი შეტყობინებები მოგვდის მე და მოთამაშეებს", - თქვა ბოუენმა.
* * *
იტალიური "სკავოლინის" ახალწვეული გახდა NBA-ის ყოფილი მოთამაშე, 32 წლის ჯუმეინ ჯონსი. ამ კალათბურთელს რვა სეზონი აქვს გატარებული ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, უთამაშია: "ფილადელფიაში", "კლივლენდში", "ბოსტონში", "ლეიკერსში", "შარლოტში", "ფინიქსსა" და "ნიუ ჯერსიში".
შარშანდელი სეზონი ჯონსმა მეორე იტალიურ კლუბში - "კაზერტაში" გაატარა და საშუალოდ სერია A-ში 14.7 ქულასა და 8.6 მოხსნას აგროვებდა.
* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი ცენტრი სამასი უოკერი არიზონას შტატის პოლიციამ მარიხუანასა და სტეროიდების უკანონო შენახვისთვის დააპატიმრა.
1996 წლის დრაფტის მეათე ნომერს პოლიციამ 10 გრამი მარიხუანა და რვა ბოთლი თხევადი სტეროიდი აღმოუჩინა. როგორც იტყობინებიან, ამჟამად სირიაში მოთამაშე კალათბურთელმა დაკავების მომენტში ნარკოტიკის შეჭმა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"