NBA მოთამაშეებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არ სურთ პატიოსნად და ღიად მოლაპარაკებათა წარმართვა. გარდა ამისა, ლიგას არ მოსწონს პროფკავშირის აგრესიულობა, რაც ზეწოლაზე აგებულ ტაქტიკაში გამოიხატება.
როგორც სააგენტო AP წერს, ლიგა ითხოვს იმის აღიარებას, რომ ლოკაუტი არ არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. თუ მოთამაშეთა პროფკავშირი აასრულებს მუქარას და უარს იტყვის საკუთარ სტატუსზე, NBA მოთ
რამდენიმე საათში ასოციაციის ამ მუქარას უპასუხა მოთამაშეთა პროფკავშირმა. ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბილი ჰანტერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:
"NBA-ის მსგავსი ტაქტიკა მათი ნეგატიური მიზნების კიდევ ერთი დადასტურებაა. პროფკავშირი არ აპირებს ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაში თავისი სტატუსის შეცვლას. ორი წლის განმავლობაში ჩვენ პატიოსნად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ვარწმუნებდით NBA-ს, დაბრუნებოდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, რათა უმოკლეს დროში მიგვეღო გადაწყვეტილება და ახალი სეზონი საფრთხის ქვეშ არ დაგვეყენებინა".
* * *
სერიოზული პრობლემებია ევროპის ჩემპიონატის წინ საბერძნეთის ნაკრებში. კერძოდ, გუნდს გამოაკლდა ძირითადი ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი. ამის მიზეზი კალათბურთელის მეგობარი გოგონას ავადმყოფობაა.
შორცანიდისი არ აპირებდა საწვრთნელი შეკრების მიტოვებას. მან მხოლოდ ორდღიანი შვებულება ითხოვა შეყვარებულის მოსანახულებლად, მაგრამ უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა უარი თელ-ავივის "მაკაბის" ცენტრმა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლაზე.
ახლა საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია შორცანიდისისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას აპირებს. მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელიას ცუროსმა სოფოკლისის ნაცვლად გუნდში მიიწვია ესპანეთის "ბილბაოს" ცენტრი დიმიტრის მავროიდისი.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საბერძნეთის ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი ცენტრი ლუკას მავროკეფალიდისი გამოაკლდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"