ჰანტერი: სეზონი არ იქნება!

AutoSharing Option
NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ კალათბურთელები ვერ შეძლებენ კლუბების მფლობელებთან მოლაპარაკებას ახალი კოლექტიური ხელშეკრულების თაობაზე. ასე რომ, 2011-12 წლების სეზონი სრულად გაუქმდება.

ჩინოვნიკს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი კლუბების მფლობელთა ძალიან ხისტი პოზიციაა, რომლებიც კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არიან. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და სამი საათის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა.

* * *
ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა გადაწყვიტა ლოკაუტის პერიოდში ხელფასი არ აიღოს. ჩინოვნიკის ჯამაგირის ოდენობა ზუსტად არავინ იცის,
თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია რვანიშნა რიცხვზე. ერთი წყაროს ცნობით, სტერნის წლიური ხელფასი 23 მილიონ დოლარს უდრის, მეორე წყარო 15-16 მილიონს ასახელებს.
ცნობილია, რომ ლიგის კომისარი თითოეული კლუბიდან წელიწადში 500 ათასს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული