თურქების დიდი შენაძენი

AutoSharing Option
მარსელინიო უერტასთან და კენიონ დულინგთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის "ეფეს პილსენმა" ორ კალათბურთელთან შეათანხმა კონტრაქტის დეტალები. ესენი არიან NBA-ის წარმომადგენლები: გამთამაშებელი პატრიკ მილზი და ფორვარდი ერსან ილიასოვა.
ავსტრალიელი მილზი დათანხმდა ერთწლიან კონტრაქტს. ბოლო ორი წელი მან "პორტლენდში" გაატარა და შარშანდელ სეზონში 64 მატჩში 5.5 ქულა და 1.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

ილიასოვა მომავალი სეზონში "ეფესის" შემადგენლობაში თამაშის სანაცვლოდ 2.7 მილიონ ევროს მიიღებს. ის "მილუოკის" წევრია. გასულ რეგულარულში მისი მონაგარი 9.5 ქულასა და 6.1 მოხსნას შეადგენდა.

* * *
"ნიუ ჯერსი ნეტსის"
მცველი ჯორდან ფარმარი თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა. ეს მოულოდნელი ინფორმაციაა, რადგან ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდნენ ფარმარსა და ჰაიფას "მაკაბის" შორის წარმატებულ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ებრაული წარმოშობის ამერიკელმა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა ამჯობინა.

შარშან ფარმარის საშუალო მაჩვენებლები 24.6 წუთს, 9.6 ქულასა და 5.0 შედეგიან გადაცემას უდრიდა.

* * *
"ბოსტონ სელტიქსის" მცველმა რაჟონ რონდომ და კომპანია "რედ ბულმა" ერთობლივი აქციის შედეგები შეაჯამეს. გასულ სეზონში შესრულებული თითო ჩაჭრის სანაცვლოდ ავსტრიული კომპანია კალათბურთელს 500 დოლარს უხდიდა. რონდომ ჯამში 153 ჩაჭრა შეასრულა, ასე რომ, მისი მონაგარი 76 500 დოლარს შეადგენს. ეს ფული რაჟონმა ბოსტონის პარკებს უსახსოვრა, რომლებშიც ძველი საკალათბურთო მოედნები გაარემონტეს.

"ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თავად ვიყავი ბავშვი და ქალაქის ცენტრში ვიზრდებოდი. შესანიშნავია, რომ უფრო ბევრ ბავშვს ექნება ვარჯიშისა და თამაშის საშუალება. მზად ვარ ყველანაირად დავეხმარო ამ ბიჭებს", - განაცხადა რონდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული