ნერვები აღარ ჰყოფნით

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ლოკაუტის პერიოდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წევრებს ნერვები ღალატობთ. ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ნიუ იორკში სტრიტბოლის მატჩის დროს "მინესოტა ტიმბერვულვზის" ლიდერ მაიკლ ბიზლის გულშემატკივარი შემოელახა. ამჯერად კი ნერვები ვერ მოთოკა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა მეტ ბარნსმა. სან ფრანცისკოში საგამოფენო მატჩის დროს კალათბურთელმა მეტოქეს დაარტყა.

საინტერესოა, რომ ბარნსი მოედნიდან არ მიაბრძანეს და მან მატჩის ჩამთავრება მოახერხა.

"მთელი მატჩის განმავლობაში მუდმივად ხელს მკრავდა და იდაყვს მირტყამდა. თუმცა ეს მატჩის ნაწილია, მე კი შევძელი საკუთარი თავისა და ღირსების დაცვა", -
განაცხადა ბარნსმა.

თუმცა მეორე დღეს კალიფორნიელმა უარყო ინციდენტი. მისი თქმით, დარტყმა არ ყოფილა და პრესამ ძალიან გააბუქა ეს ეპიზოდი. სხვათა შორის ის შეხვედრა ბარნსის გუნდმა მოიგო და გადამწყვეტი ბურთი სწორედ "ლეიკერსის" კალათბურთლემა ჩააგდო.

* * *
ისევე როგორც NBA-ის რამდენიმე სხვა ვარსკვლავმა, კარმელო ენტონიმაც გადაწყვიტა ამერიკის საზღვრებს გარეთ ძალების მოსინჯვა. ის მზად არის ლოკაუტის პერიოდში ნებისმიერ ლიგაში ითამაშოს.

"ლოკაუტის გაგრძელების შემთხვევაში არ მინდა უსაქმოდ ვიჯდე. სადმე წავალ. სავარაუდოდ, ეს იქნება ევროპა ან ჩინეთი.
თუმცა არც პუერტო რიკოში გადასვლის ვარიანტს გამოვრიცხავ. მზად ვარ წინადადებების განსახილველად", - განაცხადა მელომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული