კობი ბრაიანტი ლონდონს არ დათმობს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას სერიოზულად ფიქრობს.

კობის თქმით, სასწაული უნდა მოხდეს, რომ მან უარი თქვას ოლიმპიადაზე. ბრაიანტს ისევ უნდა განიცადოს ის გრძნობა, რაც პეკინის ოლიმპიადის მოგების შემდეგ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ბრაიანტი უკვე 34 წლის იქნება.

* * *

"ჰიუსტონ როკეტსის" ყოფილი ცენტრი იაო მინი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, შესაძლოა უკვე მომავალ წელს გახდეს NBA-ის დიდების დარბაზში მოხვედრის ნომინანტი.

ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან წესების თანახმად,
კალათბურთელს მინიმუმ ხუთი წელი უნდა ჰქონდეს დანებებული თავი აქტიურ სპორტს, რათა ის კანდიდატად წამოაყენონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული