"თურქული კლუბის წინადადება მაცდუნებელია, მაგრამ სხვა ქვეყნების ვარიანტებსაც განვიხილავთ. კევინს ჯერ არ მიუღწევია არც ერთ კლუბთან შეთანხმება, მაგრამ ღირსეულ ვარიანტს ვეძებთ. უნდა ვაღიაროთ, თურქული კლუბები აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკას ეწევიან", - აღნიშნა გუდვინმა.
აგენტმა ისიც დაამატა, რომ უცხოეთიდან მიწვევა აქვს მის მეორე კლიენტს, "ატლანტას" წევრ ჯამალ კროუფორდს.
შეგახსენებთ, რომ "ბეშიქთაშმა" უკვე გაიფორმა
* * *
ამასობაში, იგივე "ბეშიქთაში" NBA-ის კიდევ ლეგიონერთან, "ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელ გორან დრაგიჩთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამ ტრანსფერის განხორციელებაში თურქულ კლუბს კონკურენტი ჰყავს სლოვენიის "ოლიმპიას" სახით.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიელი მცველი თებერვალში გადავიდა "ფინიქსიდან" "ჰიუსტონში". შარშან დრაგიჩმა "როკეტსის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულა, 2.6 მოხსნა და 2.5 პასი დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"