გუშინ, სტერნმა მიმდინარე ლოკაუტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა.
"შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მოთამაშეები ძალიან გონიერი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ ლიგის სისტემა მათ მიმართ კეთილგანწყობილია. გუნდის განაცხადში 13 კალათბურთელია. ისინი საშუალოდ 5 მილიონ დოლარს იღებენ, რაც ჯამში 65 მილიონს შეადგენს. და კლუბების მფლობელები ორიენტირად სწორედ ამ თანხას ასახელებენ.
როცა ეს გაუგებრობა და რიტორიკა დასრულდება, მოთამაშეები მიხვდებიან, რომ
მჯერა, რომ შევძლებთ მოლაპარაკებას, რადგან სხვა შემთხვევაში ნეგატიურ შედგებამდე მივალთ. დავკარგავთ 2 მილიარდს, რომელიც მოთამაშეების ხელფასებისთვის უნდა დახარჯულიყო. ნეგატიური იქნება ეს ყველაფერი გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უყვართ კალათბურთი. მოკლედ, თუ მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ, ყველა მხარე დაზარალებული იქნება.
მაგრამ ყველაზე მეტად კალათბურთელებზე ვნერვიულობ, განსაკუთრებით იმათზე, ვისაც სულ მალე კარიერის დასრულება მოუწევთ. სწორედ ისინი კარგავენ ყველაზე მეტს. ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოვნახოთ", - კონსტრუქციულად ლაპარაკობს სტერნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"