შაკის საძულველთა სია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა ცენტრმა შაკილ ო'ნილმა ხუთი კალათბურთელისგან შემდგარი სია დაასახელა, რომლებთანაც სიამოვნებით გამართავდა ბრძოლას წესების გარეშე.

ცოტა ხნის წინ, შაკი MMA-ის (ბრძოლა წესების გარეშე) საბრძოლო საღამოზე გამოჩნდა. შოუს დროს მას ჰკითხეს - რომელ კალათბურთელს გამოიწვევდა ოქტაგონზე საბრძოლველად.

ო'ნილმა აღნიშნა, რომ არ დაასახელებს დღეს მოქმედ მოთამაშეებს, რადგან ისინი სხვა თაობის საკალათბურთო ეპოქას წარმოადგენენ.

"ბოსტონ სელტიქსის" ყოფილმა ცენტრმა პირველ ნომრად მოიხსენია "ნიუ იორკ ნიქსის" ყოფილი მოთამაშე ჩარლზ ოუკლი. მეორე კალათბურთელი, ვისაც ის რინგზე გამოიძახებდა, ამჟამად ტელეარხ TNT-ის კომენტატორი, ლეგენდარული ჩარლზ ბარკლია.

სიაში
შემდეგია "ლეიკერსში" შაკის ყოფილი პარტნიორი კარლ მელოუნი. ასევე მოხვდა ხუთეულში "სელტიქსის" ყოფილი მოთამაშე ქსავიე მაკდანიელი.

ბოლო ნომრად დასახელებული კალათბურთელი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ო'ნილმა "გასალახად" ამოირჩია "ბოსტონის" ამჟამინდელი გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი, რომელმაც, თავის დროზე, კინაღამ თითი მოაჭამა "ორლანდოში" თავის პარტნიორ ტრი როლინზს.
როგორც ხედავთ, შაკილი პენსიაში გავიდა, მაგრამ სინამდვილეში საყოველთაო ყურადღების ცენტრში რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული