NBA-ის ყოფილ კალათბურთელთა შორის ასეთი პატივი წილად ხვდათ: დენის როდმანს, არვიდას საბონისს, კრის მულინს, ტომ სანდერსსა და არტის გილმორს. ასევე ამ სიაში მოხვდა გუნდ "ჰარლემ გლობტროტერსის" წევრი რის ტატუმი.
რაც შეეხება მწვრთნელებს, ამ კატეგორიიდან დიდების დარბაზში დაიდო ბინა ლეგენდარული ფილ ჯექსონის მრავალწლიანმა ასისტენტმა და სამკუთხა შეტევის შემქმნელმა ტექს უინტერმა. აგრეთვე ჰერბ მაჯიმ, ვინც ფილადელფიას უნივერსიტეტის მწვრთნელის რანგში 900-ზე მეტ გამარჯვებას მიაღწია.
გარდა ამისა, დიდების დარბაზში მოხვდა ქალთა შორის ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი
საზეიმო ცერემონია 13 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ჩატარდა და ერთი რეკორდიც დაფიქსირდა. როგორც ამერიკულმა პრესამ დაწერა, არვიდას საბონისი ყველაზე მაღალი კალათბურთელია მათ შორის, ვინც ოდესმე დიდების დარბაზში მოხვედრილა - ლეგენდარული ლიტველის სიმაღლე 221 სანტიმეტრია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"