"ჩვენი თვითმიზანი არ არის ლიგის შემცირება. მოგების გაყოფაზე საუბრისას, რამდენიმე გუნდს მიაჩნია, რომ თუ რომელიმე კლუბი წამგებიანია, უმჯობესი ხომ არ იქნება მისი შესყიდვა? იმის ნაცვლად, რომ მათ ფული გავუყოთ და ტრანსლიაციებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადავცეთ, ჩვენ საკუთარი ფულითვე შეგვიძლია მათი შეძენა.
ბოლო მოლაპარაკებების დროს მოთამაშეებმა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, რაც მეტად უცნაურია, რადგან საუბარი მიდის ოცდაათი ვაკანსიის ან პოტენციური ვაკანსიების შემცირებაზე. ჩვენ მოთამაშეებს
თუმცა ჯერჯერობით მოხალისეები არ ჩანან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე კლუბმა თავად ასწიოს ხელი.
"ნიუ ორლეანი" ლიგის პირველ თხუთმეტ შემოსავლიან კლუბში მოხვდება, თუ დასწრების საშუალო მაჩვენებელი 10 ათასს დაუბრუნდება. ლუიზიანას შტატის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში, ეს ძალიან საინტერესო გუნდი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის შემცირების კანდიდატი გახდება.
არ მინდა მომავალი სავარაუდო შემცირების დეტალებზე ვილაპარაკო. მაგალითად, ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ საკრამენტოს მერთან - კევინ ჯონსონთან, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ქალაქში ახალი არენა აიგოს. მის ასაშენებლად გამოყოფილია 7 მილიარდი დოლარი მომავალ 30 წელიწადზე. ჯონსონმა ამ პროექტის განსახორციელებლად მთელი რეგიონის მხარდაჭერა მოიპოვა. ასე რომ, მოდით დავიცადოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ ლიგაში გუნდების შემცირებაზე", - განაცხადა სტერნმა ESPN-ის პროგრამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"