იონასი კრის ბოშს ჰგავს

AutoSharing Option
"ლეტუვოს რიტასის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დარიუს მასკოლიუნასმა ამერიკულ პრესას მოუყვა ევროპული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ლიტველი იონას ვალანჩუნასის სათამაშო თვისებებზე.

მასკოლიუნასმა გასული სეზონის ბოლო სამი თვე იმუშავა ვალანჩუნასთან, თუმცა ვერ შეძლო "ლეტუვოს რიტასის" გაჩემპიონება და გუნდი დატოვა. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამ სპეციალისტს დაახასიათოს NBA-ის 2011 წლის დრაფტის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი.

"ის ძალიან ბევრს მუშაობს ვარჯიშებზე და თითქმის არასოდეს ლაპარაკობს უაზროდ - ამაში დროის ხარჯვა არ უყვარს. მთლიანად სამუშაოზეა კონცენტრირებული, იონასთან მუშაობა კი უდიდესი სიამოვნებაა", - განაცხადა ლიტველმა მწვრთნელმა.

მომავალ
სეზონში ვალანჩუნასი, სავარაუდოდ ისევ "ლეტუვოს რიტასში" ითამაშებს, მაგრამ მას უკვე ადარებენ NBA-ში მისი ამპლუის მოთამაშეებს.

"ჩემი აზრით, ის კრის ბოშს ჰგავს. მას შეუძლია ფართან ზურგით მდგომმაც ითამაშოს და სახით ფარისკენაც. კარგი საშუალო ტყორცნა აქვს. ამასთან, სწრაფია და ყოველთვის აქტიურობს ფარქვეშ ბრძოლისას", - ასე აფასებს იონასის სათამაშო თვისებებს მასკოლიუნასი.

* * *
დღეს საბოლოოდ გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ევრობასკეტზე თამაშს "ნიუ იორკ ნიქსისა" და საფრანგეთის ნაკრების ცენტრი რონი ტურიაფი. კალათბურთელმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხელი დაიზიანა და ახლა სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს, მოასწრებს თუ არა ის ევროპის ჩემპიონატისთვის მწყობრში ჩადგომას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული