კერძოდ, ჩინურ კლუბებს უფლება არ ექნებათ გააფორმონ ხელშეკრულებები იმ კალათბურთელებთან, რომლებსაც NBA-ის გუნდებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ვარსკვლავების გადაბირებით, როგორებიც არიან კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, კრის პოლი და სხვები.
ასე რომ, ჩინური კალათბურთის ხელმძღვანელობა თავისი ჩემპიონატის კარს მხოლოდ თავისუფალ აგენტებს გაუღებს, მაგრამ აქაც არის მკაცრი პირობა: კალათბურთელებმა ჩინეთში მთელი სეზონი უნდა გაატარონ და ისინი
როგორც ჩანს, ეს პირობა არ აშინებს სახელოვან ვეტერანს ტრეისი მაკგრეიდის, რომელიც კლუბ "ფოშანთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს. წერენ, რომ მხარეები ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან. ტი-მაკი თავად ჩავიდა ჩინეთში და პირადად მოელაპარაკა კონტრაქტის დეტალებზე კლუბის ხელმძღვანელობას.
გასული სეზონის შემდეგ ტრეისი მაკგრეიდი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი გახდა.
* * *
სავარაუდოდ, ჩინეთში არ წავა "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი, თუმცა მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, NBA-ში სეზონის ჩაშლის შემთხვევაში უსაქმოდ არ გაატაროს მთელი წელი. უეიდს ძალიან უნდა 2011-12 წლების სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება.
"მე აუცილებლად ვითამაშებ კალათბურთს. არ ვიცი ეს სად მოხდება, სამაგიეროდ, ის კარგად ვიცი, რომ არ დავანებებ თამაშს თავს მხოლოდ იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტია გამოცხადებული", - ამბობს ფლორიდელი ვარსკვლავი.
* * *
ესპანური "კახა ლაბორალი" "საკრამენტო კინგზის" 24 წლის შემტევი მცველით მარკუს ტორნტონით დაინტერესდა. კლუბის ხელმძღვანელთა აზრით, სწორედ ამ კალათბურთელმა უნდა შეცვალოს ბასკურ გუნდში "ბარსელონაში" წასული ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი.
ცნობისთვის, უფრო ადრე ტორნტონმა უარყო თელ-ავივის "მაკაბის" წინადადება. ისრაელში ამ მცველს ერთი სეზონის სანაცვლოდ 2.2 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. შესაძლოა, მარკუსმა არც "კახა ლაბორალში" გადასვლა მოისურვოს, რადგან ესპანელებს უნდათ სეზონის ბოლომდე გაიფორმონ ტორნტონი და არ გაუშვან ის ოკეანის გაღმა ლოკაუტის დასრულების შემთხვევაში.
შარშან, ეს მცველი სეზონს "ნიუ ორლეანის" სათადარიგოთა სკამზე იწყებდა, შემდეგ "საკრამენტოში" გადავიდა, სადაც სასტარტო ხუთეულის წევრი გახდა და საშუალოდ 21.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 3.4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
* * *
ევროპის ჩემპიონატის წინ NBA-ის ერთი ლეგიონერი დაკარგა საფრანგეთის ნაკრებმა. ხელის ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრი რონი ტურიაფი. დაზიანება მან ბრიტანეთთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო და ბოლო სამედიცინო შემოწმების მიხედვით, აღდგენით პროცესს დაახლოების სამი კვირა დასჭირდება.
ტურიაფს ფრანგების განაცხადში ალი ტრაორე შეცვლის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საწვრთნელი შეკრებიდან დაითხოვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"