ლებრონი "ბარსაში", როუზი "რეალში"

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი ვარსკვლავი - ლებრონ ჯეიმსი და დერიკ როუზი ამჟამად ესპანეთში იმყოფებიან. "მაიამისა" და "ჩიკაგოს" კალათბურთელებმა ფეხბურთში თავიანთი სიმპათიები გამოამჟღავნეს.

ლებრონი "ბარსელონას" ღია ვარჯიშს ესწრებოდა, რის შემდეგაც "ჰიტის" ვარსკვლავმა ლეონელ მესისთან და მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან მოისურვა ფოტოების გადაღება.

დერიკ როუზი კი მადრიდის "რეალითა" და მთლიანად ესპანეთის დედაქალაქით არის აღფრთოვანებული.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ აღიარა, რომ "სამეფო კლუბის" დიდი თაყვანისმცემელია: "მინდა უფრო ბევრი გავიგო კლუბისა და მისი სტადიონის ისტორიის შესახებ".

როუზი მადრიდში მეორედ ჩავიდა და ამჯერად ხელიდან არ
გაუშვა "სანტიგო ბერნაბეუს" მონახულების შანსი: "აღფრთოვანებული ვარ ამ დიდებული არენის მასშტაბებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული