მას კენტუკიში თავისი სადებიუტო სეზონის გამოტოვება მოუწია, რადგან NCAA-მ დისკვალიფიკაცია მისცა "ფენერბაჰჩეს" რიგებში ჩატარებული რამდენიმე მატჩის გამო, ახლა კი, როცა ის დრაფტზე აირჩიეს, შესაძლოა, ლოკაუტის მიზეზით ვერ ჩაატაროს პირველი სეზონი NBA-ში.
"შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე უბედური ბიჭი ვარ. ვერ შევძელი კოლეჯში თამაში, ახლა ლოკაუტის ჯერი დადგა. ისღა დამრჩენია, საკუთარ შანსს დაველოდო.
თითქმის ორი წელია არ მითამაშია და ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ
* * *
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი ახალ ამპლუაში ცდის ძალებს. გამოცემა Oklahoman-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვარსკვლავი სულ მალე კონტრაქტს გააფორმებს კინოკომპანია "უორნერ ბრაზერსთან" და მონაწილეობას მიიღებს ფილმში, რომელიც კალათბურთის თემაზე იქნება.
გადაღებების პროცესი სექტემბრის შუაში დაიწყება. თავად კალათბურთელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
* * *
ამასობაში, "ბოსტონ სელტიქსის" ვეტერანი ფორვარდი კევინ გარნეტი ჩინეთში იმყოფება და ყველანაირად ცდილობს დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიელად გატარებას.
მაგალითად, გარნეტმა მაგიდის ჩოგბურთში სცადა ბედი - ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას მან თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ რამდენიმე მატჩი ჩაატარა. კევინის ჩინეთში ვიზიტის მთავარი მიზანი ბიზნესია - კალათბურთელი ამ ქვეყანაში ფეხსაცმელების საკუთარი ხაზის რეკლამირებას ეწევა.
* * *
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმების შესახებ მოუყვა.
როუზმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის არ აპირებს ამერიკის დატროვებას.
"მე აქ ვრჩები. ამჟამად ლოს ანჯელესში ვვარჯიშობ. სხვა კონტინენტზე გადასვლის ვარიანტს არ განვიხილავ. მაგრამ, როცა ამ თემაზე დავფიქრდები, სურვილი მაქვს ევროლიგაში მოთამაშე გუნდში გავაგრძელო კარიერა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის შემიძლია ჩემს აგენტს დაველაპარაკო, თუმცა პირადად მე იმედი მაქვს, რომ NBA-ში სეზონი დაიწყება", - ამბობს როუზი.
* * *
"მემფის გრიზლისის" მძიმე ფორვარდთან ზაკ რენდოლფთან დაკავშირებით კი ახალი ამბავი, რა თქმა უნდა, კრიმინალური უნდა იყოს. კვირას ორეგონის შტატის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კალათბურთელის სახლში.
პოლიცია იძიებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს, რომელიც 20 აგვისტოს NBA-ის ვარსკვლავის სახლში მოხდა. უფრო კონკრეტულად ამ ინციდენტთნ დაკავშირებით ჟურნალისტებმა ვერაფერი გაარკვიეს.
როგორც ამერიკული პრესა წერს, პოლიციას რენდოლფისთვის ბრალი არ წაუყენებია და არც დაპატიმრება ყოფილა.
* * *
ზემოთ ნახსენებმა ორმა ვარსკვლავმა - როუზმა და დურანტმა, აგრეთვე პაუ გასოლმა და კრის პოლმა ლოკაუტის დროს გასართობი იპოვნეს. ეს ოთხეული ავსტრალიაში ტურნეში გაემგზავრება.
იტყობინებიან, რომ ვარსკვლავები რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებენ მელბურნის არენაზე. რაც შეეხება დაზღვევას, ტურის სპონსორები მზად არიან ამისთვის მილიონი დოლარი გამოყონ.
* * *
NBA-ის კიდევ ერთმა კალათბურთელმა იპოვნა ევროპაში სამუშაო. კერძოდ, ამერიკელმა ფორვარდმა რაშუალ ბატლერმა ესპანეთის "გრან კანარიასთან" გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი.
გასულ სეზონს ბატლერი "კლიპერსში" იწყება და საშუალოდ მატჩში 5.0 ქულას აგროვებდა, რის შემდეგაც "ჩიკაგოში" გადაბარგდა, სადაც მხოლოდ ექვსი შეხვედრა ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და სამი - პლეი ოფში.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებულ ცხრა სეზონში ფორვარდმა 604 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8.5 ქულა და 2.7 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"