პროფკავშირის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა, რომ მის გუნდს პოზიცია არ შეუცვლია. გარდა ამისა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანმა მცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ორივე მხარე გრძნობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების აუცილებლობას.
"ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ თუ ვერ მოვილაპარაკებთ, თითოეული მხარე ძალიან ბევრს დაკარგავს. მაგრამ, რაც უფრო ახლოსაა პირველი ოქტომბერი, მით ნაკლებია ჩემპიონატის დროულად დაწყების შანსი. ამიტომაც ჩვენ ყველა - მოთამაშეები და ჩინოვნიკები
მაგრამ პროფკავშირების შეფს არ ეთანხმება NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი, რომელიც ამბობს, რომ მათ არანაირი დედლაინი არ აქვთ და მხოლოდ მოლაპარაკების გაგრძელებაზე ფიქრობენ.
* * *
"სან ანტონიო სპურსის" ვარსკვლავმა ტონი პარკერმა გაარკვია თუ სად ითამაშებს ლოკაუტის პერიოდში. ოქტომბრიდან დასაწყისიდან გამთამაშებელი საფრანგეთის "ვილერბანში" ჩაირიცხება.
პარკერმა ამის შესახებ თავად განუცხადა ჟურნალისტებს. მისი თქმით, სანამ NBA-ში სეზონი არ დაიწყება, ის ფრანგულ ლიგაში ითამაშებს. თუ ოკეანის გაღმა ჩემპიონატის იანვარშიც არ დაიწყო, ამ შემთხვევაში პარკერი მზად არის გაწყვიტოს კონტრაქტი "სან ანტონიოსთან" და "ვილერბანთან" გააფორმოს სრულფასოვანი ხელშეკრულება.
* * *
"შარლოტ ბობკეტსის" ფორვარდი კორი მაგეტი გუშინ საბერძნეთში ჩავიდა ადგილობრივ პაოკ-თან მოლაპარაკებების დასასრულებლად. კალათბურთელი ლოკაუტის პერიოდში სწორედ ამ კლუბში აპირებს თამაშს.
"მოხარული ვარ აქ ჩამოსვლით. როცა ჩემმა მენეჯერმა საბერძნეთში თამაშის პერსპექტივაზე მითხრა, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა. მინდა გავიცნო მწვრთნელი, ვნახო დარბაზი, ქალაქი და შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მაგეტიმ პაოკ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"