ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა თანაგუნდელთან ჩხუბისთვის ლენსი სკოლიდან გააგდეს. ერთი წლის შემდეგ სტივენსონი სკოლაში ქურდობისთვის დააპატიმრეს, ხოლო შარშან მას უკვე სექსუალურ ძალადობაში დაედო ბრალი. ყველა ხსენებულ ინციდენტს მან უვნებლად დააღწია თავი, თუმცა ამჯერად საქმე
საზაფხულო ლიგებში დრაფტისშემდგომი პერიოდის ჩინებულად ჩატარების შემდეგ, ნიჭიერი მსროლელი "ინდიანასგან" მრავალწლიანი კონტრაქტს ეღირსა და თავის ახალ გუნდთან NBA-ში დებიუტისთვის მზადებას შეუდგა, თუმცა გასულ კვირას ეს ყმაწვილკაცი მესამე ხარისხის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. მეგობარ გოგონა ჯასმინ უილიამსთან ოჯახური კონფლიქტი ლენსის 2 წლის ქალიშვილის დედისთვის სავალალო შედეგით დასრულდა - გამხეცებულმა კალათბურთელმა ჯასმინი თავისი ბრუკლინული ბინიდან თმებით გამოათრია და სადარბაზოს კიბეზე დააგორა. პოლიციელთა განცხადებით, ჯასმინ უილიამსმა 15 საფეხური იფრინა, ლამის კისერი მოიტეხა და ადგილობრივ ჰოსპიტალში მოხვდა.
მესამე ხარისხის დანაშაულის ჩადენის ბრალდება განზრახ ძალადობას გულისმობს და ნიუიორკელ ხულიგან-კალათბურთელს ძალზე გაუჭირდება ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა, "ინდიანას" უფროსობა კი ალბათ მწარედ ნანობს...