მესიჯი მოთამაშეებს: ნახევარი სეზონი არ იქნება

AutoSharing Option
სამშაბათს, ნიუ იორკში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის წინ ყველას იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მხარეები მაქსიმალურად მიუახლოვდებოდნენ კომპრომისს. ამ ოპტიმიზმის საფუძველს წინა დღეებში გამართული შეხვედრები იძლეოდა, სადაც მოლაპარაკებებისას გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა.

მაგრამ, როგორც სააგენტო AP იუწყება, ამჯერად არანაირ პროგრესზე ლაპარაკი არ შეიძლება - მხარეებმა ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ უკვე სამ კვირაში უნდა გაიხსნას საწვრთნელი ბანაკები და ახლა შანსი იმისა, რომ სეზონი დროულად დაიწყება, ძალიან მცირეა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ,
რომ მოთამაშეები მზად იყვნენ კლუბების ბოსებისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადაედგათ, მაგრამ მოპირდაპირე მხარისგან იგივეს ვერ ეღირსნენ - მფლობელები კვლავინდებურად ითხოვენ ხელფასებისა და კონტარქტების ხანგრძლივობის მკვეთრად შემცირებას.

პროფკავშირების შეფი ბილი ჰანტერი ვერ მალავდა ამ შეხვედრისგან მიღებულ ნეგატიურ განწყობას: "უკვე ვაცნობეთ მოთამაშეებს, რომ, შესაძლოა, ნახევარი სეზონი დასვენება მოუწიოთ. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით მფლობელების წინადადებებისგან. მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ ყოფილა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული