აგენტები ლიგის მხარეს

AutoSharing Option
ლოკაუტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირეს კალათბურთელთა წარმომადგენლებმა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე გავლენიანმა აგენტებმა თავიანთ კლიენტებს მოუწოდეს, რომ მათ მოსთხოვონ პროფკავშირს დათმობებზე წასვლა.

ეს აგენტები არიან: ერნ ტელემი, ჯეფ შვარცი, მარკ ბარტელსტეინი, დენ ფეგანი და ბილ დაფი. აღსანიშნავია, რომ ეს ხუთეული ასოციაციის მოთამაშეთა მესამედის ინტერესებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, აგენტები პროფკავშირს საკუთარი უფლებამოსილებების გაუქმებით ემუქრებიან.

"ჩემთვის გაუგებარია აგენტების პოზიცია. თუ მათ მსგავსი პოზიცია აქვთ, პირადად რატომ არ მითხრეს ამის შესახებ, - აცხადებს პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი. - როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ
შეგვიძლია მუშაობა, როგორც მოთამაშეთა ასოციაციას, ვიფიქრებთ პროფკავშირის დაშლაზე. თუმცა ეს ნაბიჯიც არ იძლევა წარმატების გარანტიას".

* * *
ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ერთი გარიგების დადება მაინც მოახერხა - ლიგამ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა არბიტრებთან, რომლებიც NBA-ის მატჩებს ემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დავამ კინაღამ ლიგაში არბიტრების შეცვლა გამოიწვია.

როგორც ამერიკული პრესა წერს, მსაჯებმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული