იამაიკელი კლივლენდში

AutoSharing Option
NBA-ს ბოლო რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა "კლივლენდმა" 21 წლის იამაიკელ ფორვარდ სამარდო სემიუელსთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების დეტალები, ბუნებრივია, არ ხმაურდება - NBA-ს და მისი წევრი კლუბების პოლიტიკა კრძალავს ახალბედების კონტრაქტების საჯაროობას.

206 სანტიმეტრის სიმაღლის ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი ლუისვილის უნივერსიტეტის გუნდში გაატარა, ხოლო შემდეგ დრაფტზე თავისი კანდიდატურის გატანა გადაწყვიტა, თუმცა უშედეგოდ - არცერთმა კლუბმა არ ისურვა მისი აყვანა.

მაგრამ სამარდო არ გატყდა და ოცნება მაინც აისრულა. იამაიკელმა ახალგაზრდამ "ჩიკაგო ბულსთან" ერთად საზაფხულო ლიგში ითამაშა, სადაც ასეთ სტატისტიკას მოუყარა თავი: საშუალოდ
12,6 ქულა და 7,4 მოხსნა თითო მატჩში. სწორედ მისმაშთამბეჭდავმა თამაშმა გადააწყვეტინა "მხედრების" გენერალურ მენეჯერ კრის გრანტს მასთან კონტრაქტის გაფორმება.

ცნობისთვის: 2008-ში USA Today-მ წლის საუკეთესო სტუდენტ კალათბურთელად დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული