კობი ისევ ევროპაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვლავინდებურად განიხილავს ლოკაუტის პერიოდში ევროპაში თამაშის პერსპექტივას.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში NBA-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი "ბეშიქთაშთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ თურქულმა კლუბმა ვერ დააკმაყოფილა მოთამაშის ფინანსური მოთხოვნები.

"არ ვიცი გაიმართება თუ არა NBA-ში 2011-12 წლების სეზონი. ასე რომ, გამორიცხული არ არის ევროპაში გადასვლა. ეს რეალურია", - ამბობს ბრაიანტი AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

* * *

ამასობაში, სასამართლომ "ლეიკერსის" ფორვარდ რონ არტესტს გვარის შეცვლის ნება დართო, - წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი. ამიერიდან, რონი
ასეთი სახელით უნდა მოვიხსენიოთ - მეტა უოლდ პისი (Metta World Peace).

ადრე სასამართლომ უარყო 31 წლის კალათბურთელის თხოვნა, რადგან მას რამდენიმე საგზაო ჯარიმა ჰქონდა გადაუხდელი.

"ჩემი სახელის შეცვლა მთელს მსოფლიოში ახალგაზრდობას გააერთიანებს, - განაცხადა კალათბურთელმა. - მოხარული ვარ, რომ მცირე პაუზის შემდეგ გვარის ოფიციალურად შეცვლის უფლება მომცეს”.

ახლა, მეტა უოლდ პისს მართვის ახალი მოწმობის აღება მოუწევს, ხოლო მის კონტრაქტს "ლეიკერსთან" ცვლილება არ ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული