ხელშეკრულება NBA-ში ლოკაუტის დასრულებამდე იქნება ძალაში, ამასთან, რუდის ევროპულ კარიერაზე "რეალს" დარჩება უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კალათბურთელი ევროპაში გადაწყვეტს თამაშს, მან ეს მხოლოდ მადრიდში უნდა გააკეთოს.
გასული სეზონი ფერნანდესმა პორტლენდში გაატარა, სადაც საშუალოდ 8.6 ქულასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამ ზაფხულს ესპანელი "დალას მავერიქსში" გადავიდა და ლოკაუტის დასრულების შემდეგ სწორედ ჩემპიონის რიგებში დაბრუნდება.
* * *
NBA-ის კიდევ ერთი კალათბურთელი დაბრუნდა სამშობლოში.
* * *
ამასობაში, ცნობილი გახდა ბოლონიას "ვირტუსსა" და კობი ბრაიანტს შორის მოლაპარაკებების დეტალები.
კლუბის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ იტალიური გუნდი მზად არის 800 ათასი დოლარი გადაუხადოს ბრაიანტს "ვირტუსის" მაისურით ჩატარებული სამი მატჩის სანაცვლოდ. ასე რომ, "ლოს ანჯელესის" ლიდერი თითო მატჩისთვის დაახლოებით 270 ათასს გამოიმუშავებს.
* * *
ამერიკულმა პრესამ გაარკვია ლოკაუტის პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს კლუბების მფლობელთა ზოგიერთი მოთხოვნის შესახებ.
რამდენიმე ძლიერი კლუბის მფლობელი აქტიურად იბრძვის მკაცრი სახელფასო ბიუჯეტის შემოღების გამო. ასეთი მოთხოვნის ძირითადი მოტივი შემოსავლების განაწილების სქემაა, რომელიც, მათი აზრით, ძალიან იმოქმედებს კლუბების ბიუჯეტზე.
იტყობინებიან, რომ მფლობელები მზად არიან სხვას გაუყონ გამომუშავებული თანხები, მაგრამ არა ასეთი შემოსავლების პირობებში. ამ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბების მეპატრონეები მკაცრ სახელფასო ლიმიტში ხედავენ.
ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელია "ფინიქს სანზის" მფლობელი რობერტ სარვერი. იგივე ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს "ბოსტონის" მეპატრონე ვიკ გრუსბეკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"