შუაღამით პოლიციამ დარღვევისთვის გააჩერა შავი "პორშე".
კემბისთან და მის მგზავრთან კენდელ ჯონსონთან საუბრისას პოლიციელებმა მარიხუანას სუნი იგრძნეს. კალათბურთელმა მათ "პორშეს" სალონის დათვალიერების უფლება მისცა და სამართალდამცავებმა მარიხუანას რამდენიმე სიგარეტი და ამავე ნივთიერებით სავსე პაკეტები იპოვნეს, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ იყო დამალული. ორივე ეჭვმიტანილი ამტკიცებდა, რომ მარიხუანა მათ არ ეკუთვნოდათ.
კემბი და ჯონსონი დააპატიმრეს და ნარკოტიკისგან თავისუფალ ზონაში მარიხუანას შენახვისთვის ბრალი წაუყენეს. მოგვიანებით 2 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ ორივენი თავდებით
კალათბურთელსა და მის მგზავრს, შესაძლოა, დამატებითი ბრალდებებიც წაუყენონ, რადგან დაპატიმრება სკოლის გვერდით მოხდა.
* * *
ამასობაში, ქალაქ სან დიეგოს სასამართლო ვინმე ტომას ჰაგოსის სარჩელს განიხილავს. ეს პიროვნება აგვისტოში მომხდარი ინციდენტის გამო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს უჩივის.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის აგვისტოში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კარმელ ველის ერთ-ერთ ეკლესიაში ჰაგოსსა და ბრაიანტს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. კალათბურთელმა 20 წლის ბიჭს მობილური ტელეფონი გამოსტაცა, რადგან ჩათვალა, რომ ის ნებართვის გარეშე უღებდა კალათბურთელს ფოტოს ან ვიდეოს. როცა კობიმ ტელეფონში თავისი ვარაუდის დამამტკიცებელი ფაქტები ვერ იპოვნა, მობილური პატრონს დაუბრუნა და ეკლესიიდან გავიდა.
ჰაგოსმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ, როცა ბრაიანტმა ტელეფონი გამოსტაცა მას მაჯა დაუზიანდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"