NBA-ში მცირე პროგრესია

AutoSharing Option
წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ლოკაუტის გარშემო მოლაპარაკებების მორიგმა რაუნდმა შედეგი კვლავ ვერ გამოიღო, რასაც ის მოჰყვა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ გააუქმა საწვრთნელი ბანაკების სტარტი და 43 საგამოფენო შეხვედრა.

ბოლო მოლაპარაკებების შესახებ კომენტარები საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ გუშინ ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გახდა ცნობილი, რამაც, შესაძლოა, ოდნავ წინ წაწიოს მოლაპარაკებათა პროცესი.

ირკვევა, რომ NBA-ის კლუბების მფლობელებმა პროფკავშირს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს. ლაპარაკია ლიგის საერთო მოგებიდან მოთამაშეების წილის გაზრდაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავინდებურად 50 პროცენტზე ნაკლებია, - წერს CBS
Sport.

შეგახსენებთ, რომ წინა კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ვადა 2011 წლის ზაფხულში ამოიწურა, მოთამაშეები ასოციაციის საერთო მოგების 57 პროცენტს ისაკუთრებდნენ. დღევანდელი მოლაპარაკებებისას პროფკავშირი დათმობაზე წავიდა და ამ მაჩვენებლის 54 პროცენტამდე შემცირებას დათანხმდა.

ამასობაში ირკვევა, რომ ქალაქ მაიამში მოლაპარაკებათა პროცესის განახლებამდე დაიგეგმა NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის წევრების შეხვედრა. 4 ოქტომბერს კალათბურთელებმა საკუთარი პოზიციები უნდა შეათანხმონ და მომავალი სტრატეგია დასახონ.

მოთამაშეთა ამგვარი შეხვედრა გასულ კვირას ლას ვეგასში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქ მხოლოდ 40 მოთამაშე შეიკრიბა, რაც პროფკავშირის წევრთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული