ჯორდანი დღეს უფრო ძვირია

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა "ჩიკაგო ბულზში"გატარებული საჩემპიონო წლები გაიხსენა და აღიარა, რომ საკალათბურთო მოედნის მიღმა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა გუნდის ლიდერებთან - მაიკლ ჯორდანთან და სკოტი პიპენთან.

"ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იმ მომენტისთვის მთავარი იყო მხოლოდ მოედანზე გასვლა და გამარჯვება.

ამჟამად სკოტისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ასაკი მოგვემატა და ურთიერთობაც დალაგდა, არადა, ადრე საერთოდ არანაირი კონტაქტი არ გვქონდა.

იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც "ჩიკაგოში" გავატარა, არასოდეს გამოვლაპარაკებივარ არც მაიკლს და არც სკოტის. მთელი ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ
საკალათბურთო მოედანში შემოიფარგლებოდა", - აცხადებს როდმანი.

* * *

დიდი სპორტიდან კარგა ხნის წინ წასული მაიკლ ჯორდანი კი კვლავაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიროვნებაა კალათბურთის სამყაროში. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ 2010 წელს ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის სტატუსით იღებდა.

"შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი რამდენიმე მსხვილი კომპანიის სახე გახლავთ, მათ შორის ისეთი ფირმების, როგორიცაა: Nike, Gatorade, Hanes, Upper Deck, 2K Sports და Five Star. გარდა ამისა, ჯორდანი ჩრდილოეთ კაროლინაში რესტორნების ქსელისა და ავტოსალონის მფლობელია. 2010 წელს NBA-ის ექვსგზის ჩემპიონის შემოსავალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა, 1995-96 წლებში კი მან 30.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული