იტალიური "ვირტუსი" კობის არ ეშვება

AutoSharing Option
ბოლონიას "ვირტუსმა" კიდევ ერთი ოფიციალური წინადადებით მიმართა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვარსკვლავს კობი ბრაიანტს - იტალიური კლუბი კალათბურთელს ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 6.7 მილიონ დოლარს სთავაზობს.

ბოლონიური გუნდის მენეჯერმა მასიმო ფარაონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუდმივი კავშირი აქვს ბრაიანტის აგენტთან რობ პელინკთან.

"იმედი გვაქვს, რომ ბრაიანტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს ის ფაქტი, რომ ბავშვობაში იტალიაში ცხოვრობდა და მამამისი სწორედ აქ თამაშობდა. ის ცოტას ლაპარაკობს იტალიურ ენაზე. ვფიქრობ, ბავშვობის მოგონებებმა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს კობის არჩევანში", - ამბობს ფარაონი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

* * *

ამასობაში, "ლეიკერსში"
კობი ბრაიანტის თანაგუნდელმა, ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა (ყოფილი რონ არტესტი) 285 ათასი დოლარი შესწირა ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ფონდს. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელმა შარშან აუქციონზე გაყიდა თავისი საჩემპიონო ბეჭედი და დაპირდა ყველას, რომ მიღებული ფულს - 500 ათას დოლარს ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

"როცა ბავშვი ვიყავი, ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების დაძლევაში მეხმარებოდნენ. ზრუნავდნენ ჩემს სულიერ მდგომარეობაზე. მეც მინდა სხვებისთვის იგივე გავაკეთო", - განაცხადა მეტა უორლდ პისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული