პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის თქმით, არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, სამაგიეროდ, მხარეებმა იდეები და კონცეპცია განიხილეს.
შეხვედრას არ ესწრებოდა მოთამაშეთა პროფკავშირის ეკონომისტი კევინ მერფი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის დღევანდელ სხდომაზე იქნება. მისი თანხმობა გადამწყვეტი იქნება ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე შეთანხმების მისაღწევად.
თავის მხრივ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ მხრივ,
მოგვიანებით Yahoo! Sports-მა გუშინდელი შეხვედრის დეტალები გაარკვია. კლუბების მფლობელებმა მკაფიოდ დაადასტურეს საკუთარი პოზიცია ხელფასის მაქსიმალური ლიმიტის შესახებ. ისინი ითხოვენ გუნდების უფრო მკაცრად დასჯას იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ სახელფასო ზღვარს გადააჭარბებენ.
გარდა ამისა, მხარეებს არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიციები მოგების გადანაწილების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მოთამაშეები საერთო მოგების 57 პროცენტს იღებენ, კლუბების მფლობელებს კი სურთ ამ თანხის სანახევრად გაყოფა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"