იტყობინებიან, რომ მფლობელები მზად არიან უარი თქვან მკაცრი სახელფასო ლიმიტის შემოღებაზე და ძალაში დატოვონ წინა სქემა, როცა მოქმედებდა ჯარიმა ბიუჯეტის მიღმა დახარჯულ თითოეულ დოლარზე.
მოკლედ, შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის ჩარჩოებიდან გამოსვლა, თუმცა ეს ჯარიმა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღევანდელი "დოლარი დოლარში", როგორც ეს წინა კოლექტიური ხელშეკრულების დროს იყო.
და კიდევ, ერთადერთი, რაშიც მფლობელები არ აპირებენ
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის თარიღად პარასკევი დაასახელეს. ახალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 15 მფლობელი, რომლებსაც მოთამაშეებიც შეუერთდებიან. საქმე ისაა, რომ პროფკავშირი აპირებს მოლაპარაკებების პროცესში კალათბურთელების ჩართვას, რათა მათ გავლენა იქონიონ მოლაპარაკებების მსვლელობაში. ვარსკვლავური სტატუსის მოთამაშეები სწორედ პარასკევის შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა უქმე დღეებიც დაიტოვეს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. როგორც პროფკავშრების პრეზიდენტმა დერიკ ფიშერმა განაცხადა, დაპირისპირებული ბანაკები კონსენსუსამდე მისვლის უდიდეს სურვილს გამოთქვამენ.
NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი მიიჩნევს, რომ პარასკევის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი სეზონის ბედის გარკვევაში. სტერნი ამბობს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ალბათობით იქნება შესაძლებელი იმის თქმა, საერთოდ შედგება თუ არა 2011-12 წლების სეზონი.
"ჩვენ ან მოვახერხებთ მოლაპარაკებების პროცესში წინ წაწევას, ან პროგრესი არ იქნება და შესაბამისად, საკითხი სეზონის დროულად დაწყების შესახებ თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან. საკმაოდ რისკიანი შეხვედრაა და მის შედეგებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული", - ამბობს სტერნი ESPN-თან კომენტრაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"