წავა თუ გადაიფიქრებს?

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მეპატრონე ჯერი ბასი არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის დამრიგებელი, სახელგანთქმული ფილ ჯექსონი სამწვრთნელო კარიერას 2010/11 წლების სეზონის შემდეგაც გააგრძელებს.

"ვინ იცის, ეგებ ფილმა ამ სეზონის შემდეგ ენერგიის მოზღვავება იგრძნოს და მწვრთნელობა გააგრძელოს. ჯექსონი ახლა კი აცხადებს, რომ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ იქამდე ჯერ მთელი წელიწადია და არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს", - უთხრა EშPN-ს NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსის" მფლობელმა.

ცნობისთვის, 64 წლის ფილ ჯექსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია – 6-ჯერ "ჩიკაგო ბულზი" გააჩემპიონა და 5-ჯერ –
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული