ილგაუსკასმა წასვლა არჩია

AutoSharing Option
ცნობილმა ლიტველმა კალათბურთელმა ჟიდრუნას ილგაუსკასმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბალტიისპირელმა ცენტრმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 13 წელი ითამაშა და ორი კლუბის - “კლივლენდ კავალიერზისა” და “მაიამი ჰიტის” რიგებში ირიცხებოდა. გარდა ამისა, ილგაუსკასმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა “ყველა ვარსკვლავის მატჩში” და ორჯერ მიაღწია NBA-ის ფინალს.

“საკმარისია. სხეული მუდმივად მტკივა, გამოფიტული ვარ და ფიზიკურად მოვიკოჭლებ. პროფესიონალი სპორტსმენებისთვის არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და თითოეული თავად ხვდება, როდის უნდა დაასრულოს კარიერა. მინდა უფრო მეტი დრო გავატარო ჩემს ოჯახთან, რადგან ბოლო 15 წელი მუდმივად ჩემოდნებზე ვიჯექი”, -
ამბობს ილგაუსკასი.

ლიტველი კალათბურთელის კარიერული მონაგარი 13.0 ქულასა და 7.3 მოხსნას შეადგენს. “კლივლენდის” ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ილგაუსკასის სათამაშო მაისური საკუთარი არენის თაღზე დაკიდოს .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული