მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში განცდილი კრახის შემდეგ თითქმის აღარ დარჩა ახალი სეზონის დათქმულ ვადაში დაწყების შანსი. თანაც სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მხარეებს ახალი შეხვედრის თარიღი არ დაუთქვამთ.
ახლა სიტუაციის გამოსწორებას შვიდი წამყვანი აგენტი ცდილობს. ისინი აპირებენ უახლოეს ორ დღეში ორგანიზება გაუკეთონ კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირს შორის სელექტორულ შეხვედრას, რათა კომპრომისი გამოინახოს და ხელი მოეწეროს ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას. არადა, უფრო ადრე აგენტებმა მიმართეს თავიანთ კლიენტებს, რომ ისინი არ
ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Sporting News-მა. კალათბურთელებმა გაიმეორეს თავიანთი ბოლო შეთავაზება - ისინი მზად არის დათახმდნენ საერთო მოგების 51-პროცენტიან წილს. შეგახსენებთ, რომ ლიგის ხელმძღვანელობა მოგების თანაბრად გაყოფას ითხოვს.
თუმცა იქვე ვრცელდება პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორის ბილი ჰანტერის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხარე მოლაპარაკებების პროცესში არანაირ დათმობაზე არ წავა.
"გუშინ, კლუბების მფლობელებმა უკან დახევა მოგვთხოვეს, მაგრამ უარი განვაცხადეთ. მოთამაშეთა წილის 50 პროცენტამდე შემცირება - არც ისე სამართლიანი ვარიანტია", - ამბობს ჰანტერი.
ლოკაუტის პერიოდში უკვე შეიმჩნევა პრობლემები კლუბებში. კერძოდ, "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობა თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას იწყებს. უკვე შემცირდა ჯამაგირი 10 პროცენტით. თუ ლოკაუტი 31 მარტამდე გაგრძელდა, კლება 25 პროცენტს მიაღწევს, შემდეგ კი 50 პროცენტს.
იტყობინებიან, რომ "ჰიტის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა მშვიდად შეხვდა ამ იძულებით ზომებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"