კემბი ნარკომანი არ ყოფილა

AutoSharing Option
"პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ცენტრს მარკუს კემბის მოუხსნეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ პირლენდის (ტექსასის შტატი) პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომელშიც კალათბურთელი და მისი მეგობარი ისხდნენ და იქ მცირე რაოდენობით მარიხუანა აღმოაჩინა. ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გამოძიებისას დადგინდა, რომ კემბის ამ ისტორიასთან კავშირი არ ჰქონდა, ამიტომაც კალათბურთელს ყველა ბრალდება მოუხსნეს. კემბის მეგობარმა კი აღიარა მარიხუანას შენახვა და ახლა 1.5 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

NBA-ის მოთამაშეები რეგულარულად ხვდებიან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალებში, მაგრამ მკაცრად დასჯის შიში არ აქვთ
- მაქსიმუმ ჯარიმას იღებენ ან რამდენიმე მატჩით დისკვალიფიკაციას.

საერთოდ, სტატისტიკის მიხედვით NBA-ის მოთამაშეთა 60-70 პროცენტი მარიხუანას ეწევა ან ალკოჰოლს ეტანება. "ფინიქს სანზის" ყოფილმა მოთამაშემ რიჩარდ დიუმამ, რომელიც თავის დროზე ნარკოტიკების მოხმარებისთვის ლიგიდან მოკვეთეს, ერთხელ განაცხადა: "მარიხუანაზე ანალიზს რომ იღებდნენ, ჩვენი ასოციაცია არსებობას შეწყვეტდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული