ნოვიცკი "რეალს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
ევროპული პრესის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრებისა და "დალასის მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს კარიერა.

33 წლის ფორვარდმა მოკლევადიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა მადრიდის "რეალთან" და უკვე დღეს შეიძლება გახდეს ესპანური კლუბის მოთამაშე.

შეგახსენებთ, რომ "დალასში" დირკის პარტნიორმა, ესპანელმა რუდი ფერნანდესმა უკვე მოაწერა ხელი "სამეფო კლუბთან" კონტრაქტს.

* * *
მიუნხენის "ბაიერნი" შეროდ ფორდის შემცვლელს ეძებს, რომელმაც კლუბის რიგები რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ბავარიული კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" 28 წლის ფორვარდი იკე დიოგუ.

გასულ სეზონში ეს კალათბურთელი NBA-ის
რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ 5.8 ქულასა და 3.2 მოხსნას აგროვებდა. დიოგუს აგენტის თქმით, გარიგების გაფორმების ალბათობა 50 პროცენტს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული