ქალების NBA "მინესოტამ" მოიგო

AutoSharing Option
ქალების ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი დასრულდა. WNBA-ის არსებობის 12-წლიან ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა "მინესოტა რინქსი". ამ გუნდმა ფინალურ სერიაში "მშრალი" ანგარიშით - 3:0 დაამარცხა "ატლანტა დრიმი". სერიის მესამე მატჩში მინესოტელებმა სტუმრად 73:67 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ადრე "ლინქსი" მხოლოდ ორჯერ იყო გასული WNBA-ის პლეი ოფში, თანაც ორივეჯერ ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას. იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ბოლოს "მინესოტამ" პლეი ოფში 2004 წელს ითამაშა.

ფინალური სერიის MVP გახდა "ლინქსის" 27 წლის კალათბურთელი საიმონ ოგასტუსი, რომელიც მანამდე რუსეთის "სპარტაკში" თამაშობდა.

ატლანტა-მინესოტა 67:73
20:17, 17:16,
8:19, 22:21
ა: მაკაფტრი (22), დე სოუზა (11+15 მოხსნა), კასტრო-მარკესი (9).
მ: ოგასტასი (16), მური (15), ბრანსონი (13+9 მოხსნა), უიგინსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული