ბოლო შეხვედრაც ჩაიშალა

AutoSharing Option
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა დღეს გაუქმებულად გამოაცხადებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ორ კვირას.

როგორც უკვე ვწერდით, კვირას დაგეგმილი იყო დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა, მაგრამ სხდომა აღარ გაიმართება. კლუბების მფლობელები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ მოლაპარაკებათა ახალ რაუნდს, თუ მოთამაშეთა პროფკავშირი თანხმობას განაცხადებდა მოგების თანაბრად განაწილებაზე. პროფკავშირმა კი ამაზე უარით უპასუხა და შესაბამისად, შეხვედრა ჩაიშალა.

როგორც იცით, უფრო ადრე NBA-ის ხელმძღვანელობა მოგების საერთო წილიდან 48.5 პროცენტს იმეტებდა კალათბურთელებისთვის, შემდეგ ეს რიცხვი 50 პროცენტამდე გაზარდა, მაგრამ მაინც ვერაფერს
გახდა.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა ბოლო უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თუ მხარეები ორშაბათამდე ვერ მივლენ კომპრომისამდე, ლიგას მოუწევს რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირის გაუქმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული