უეიდმა ლებრონს მოუგო

AutoSharing Option
ლოკაუტის პერიოდში გახშირდა NBA-ის ვარსკვლავების მიერ ორგანიზებული ამხანაგური მატჩები. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ "მაიამი ჰიტის" ლიდერებმა - ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა ფლორიდაში საჩვენებელი შეხვედრა მოაწყვეს, რომელმაც ძალიან გაახალისა ადგილობრივი პუბლიკა, თანაც მაყურებელმა მაღალი ხარისხის კალათბურთი აჩვენა, რადგან ლებრონმა და დუეინმა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობები შეკრიბეს.

უეიდის გუნდმა ოვერტაიმში 141:140 გაიმარჯვა. მოგება თავის გუნდს თავად დუაიტმა გაუნაღდა, რომელმაც დამატებითი დროის დასრულებამდე 3.2 წამით ადრე ორი საჯარიმო მოათავსა კალათში.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები იყვნენ კარმელო ენტონი, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და ამარე
სტაუდმაიერი - მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი მოდის (21 ქულა, 10 მოხსნა).

ჯეიმსის გუნდში თავად ლებრონმა დააგროვა 34 ქულა და მას კევინ დურანტი 27 ქულით დაეხმარა.

* * *
კიდევ ერთი საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩში. ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები - "ლიგა დრიუ" და "ლიგა გუდმენი".

"ლიგა დრიუმ" 155:144 გაიმარჯვა, რაც მეტწილად ჯეიმს ჰარდენის დამსახურება - მან 48 ქულის დაგროვება მოახერხა.

თუმცა ჰარდენი არ ყოფილა მატჩის საუკეთესო ბომბარდირი. დამარცხებულთა რიგებში ჯონ უოლმა და კევინ დურანტმა შესაბამისად 55 და 50 ქულა მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული