"თუ ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაში გადასვლას, მაშინ არსებობს აქ, საკუთარი ლიგის შექმნის აზრი. ეს ძალიან სერიოზული პროექტი იქნება. უნდა შევათანხმოთ გეგმა და მატჩების კალენდარი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ლოკაუტთან დაკავშირებით. თუ ის ერთი-ორი წელი გაგრძელდა, მაშინ საკუთარ ლიგას შევქმნით.
ჩვენ დღეს გვინდა თამაში. არ ვაპირებთ უბრალოდ ჯდომასა და ლოდინს", - ამბობს სტაუდმაიერი
* * *
დღეს, ოკეანის გაღმა მოდაშია საჩვენებელი მატჩების ორგანიზება. ამჯერად საგამოფენო შეხვედრის ჩატარებას აპირებს "ოკლაჰომა-სიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი. მატჩის თარიღია 27 ოქტომბერს. დურანტის გეგმით, თამაშში მონაწილეობა უნდა მიიღონ ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა, ბლეიკ გრიფინმა და კრის პოლმა.
* * *
თავად ლებრონ ჯეიმსმა კი თავის "სვიტერზე" ერთი საინტერესო ფრაზა დაწერა. "მაიამი ჰიტის" ლიდერს გაახსენდა, რომ ოდესღაც სკოლის გუნდში ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა.
"როდის არის NFL-ში (ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგა) თავისუფალი აგენტების გაფორმების ბოლო ვადა?" - იკითხა ჯეიმსმა სოციალური ქსელის მეშვეობით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"