ისევ კობისა და "ვირტუსის" შესახებ

AutoSharing Option
რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ტრანსფერებთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში ეს თემა კობი ბრაიანტის გარეშე არ არსებობს.

"ლეიკერსის" ლიდერმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მიიღოს ბოლონიას "ვირტუსის" მფლობელის კლაუდიო საბატინის წინადადება და ერთი მატჩი ჩაატაროს იტალიური კლუბის შემადგენლობაში. იტალიური პრესა წერს, რომ მხარეებმა პრაქტიკულად შეათანხმეს კონტრაქტის დეტალები.

კობი იტალიაში ოთხ დღეს გაატარებს და 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

* * *
"ოკლაჰომა-სიტის" მცველმა ტაბო სეფოლოშამ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა თურქეთის "ფენერბაჰჩესთან" და ამ კლუბში ლოკაუტის პერიოდში ითამაშებს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა ფორმალობა დღეს მოგვარდება.

გასულ სეზონში სეფოლოშამ
NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში 79 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.1 ქულა და 4.4 მოხსნა დააგროვა.

* * *
მადრიდის "რეალი" რუდი ფერნანდესის ალტერნატივად საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს მიკაელ ჟელაბალს განიხილავს.

28 წლის კალათბურთელმა ამ ზაფხულს კონტრაქტი გააფორმა ბელგიის "შარლერუასთან", მაგრამ იქიდან ტრავმის გამო დაითხოვეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ჟელაბალმა, შესაძლოა, ამ დღეებში გააფორმოს კონტრაქტი "სამეფო კლუბთან".

ვარაუდობენ, რომ სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ ჟელაბალი შეცვლის რუდი ფერნანდესს, რომელიც, თავის მხრივ, NBA-ში ლოკაუტის დასრულებისთანავე დატოვებს "რეალს".

მიკაელი ერთხელ უკვე თამაშობდა "რეალში" - 2004-06 წლებში და ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 7.4 ქულას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული