მან ვარჯიში ჩაატარა მშობლიური ქალაქის - აკრონის (ოჰაიოს შტატი) სკოლის გუნდთან, მოგვიანებით კი თავის "ტვიტერზე" იკითხა - "როდის სრულდება NFL-ში (ამერიკული ფეხბურთის ლიგა) თავისუფალი აგენტების გაფორმება?"
ამის შემდეგ ამერიკული ფეხბურთის გუნდის - "სიეტლ სიჰოუქსის" მწვრთნელმა პიტ კეროლმა ხუმრობით თუ სერიოზულად თავის გუნდში მიიწვია "მაიამი ჰიტის" ლიდერი. უფრო მეტიც, სიეტლში უკვე მოამზადეს მაისურა ლებრონისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"