მას შემდეგ, რაც NBA-მ და პროფკავშირმა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დასახმარებლად შუამავლობისა და შერიგების ფედერალურ სამსახურს მიმართეს და გუშინ ამ ორგანიზაციის დირექტორმა ჯორჯ კოენმა განაცხადა, რომ უკვე გამართა არაოფიციალური შეხვედრები ორივე ბანაკის წარმომადგენლებთან.
"მხარეები დათანხმდნენ მომავალი მოლაპარაკებები ჩემი მონაწილეობით გამართონ", - განაცხადა კოენმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ლიგაში ანალოგიური პრობლემის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას და დიდი როლი ითამაშა
სხვათა შორის, გუშინ 18 ოქტომბრის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა.
"თუ მხარეები ვერ შეძლებენ 18 ოქტომბერს საბოლოო შეთანხმების მიღწევას, მატჩები შობაზეც არ გაიმართება", - ამბობს სტერნი.
ეს განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ NBA-ის სეზონის სტარტი მომავალი წლისთვის გადააქვთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"