უშველის მესამე მხარე - ფედერალური შუამავალი?

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და მოთამაშეთა პროფკავშირი მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 18 ოქტომბერს ნიუ იორკში გამართავენ. შეხვედრაში ჩართული იქნება მესამე მხარე - ფედერალური შუამავალი.

მას შემდეგ, რაც NBA-მ და პროფკავშირმა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დასახმარებლად შუამავლობისა და შერიგების ფედერალურ სამსახურს მიმართეს და გუშინ ამ ორგანიზაციის დირექტორმა ჯორჯ კოენმა განაცხადა, რომ უკვე გამართა არაოფიციალური შეხვედრები ორივე ბანაკის წარმომადგენლებთან.

"მხარეები დათანხმდნენ მომავალი მოლაპარაკებები ჩემი მონაწილეობით გამართონ", - განაცხადა კოენმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ლიგაში ანალოგიური პრობლემის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას და დიდი როლი ითამაშა
ლოკაუტის დასრულებაში.

სხვათა შორის, გუშინ 18 ოქტომბრის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა.

"თუ მხარეები ვერ შეძლებენ 18 ოქტომბერს საბოლოო შეთანხმების მიღწევას, მატჩები შობაზეც არ გაიმართება", - ამბობს სტერნი.

ეს განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ NBA-ის სეზონის სტარტი მომავალი წლისთვის გადააქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული